• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით რთული პერიოდია მშობლებისთვის. მშობელს ეკისრება ბევრი ფუნქციის მორგება, რადგან მოზარდები მოითხოვენ მოთმინებას და გაგებას ჩვენგან. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა დაინახოს რომ დადგა ცვლილებების დრო და აუცილებელია ქცევის სხვა ახალი ფორმების შემუშავება. თუ ადრე ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტი იყო, ახლა ყველაფერი შეიცვალა, მოზარდს უნდა რომ ის აღიარონ და პატივი სცენ მას როგორც პიროვნებას , რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია. სწორედ ამის გაკეთება არის მშობლისთვის ყველაზე რთული, რაც ხშირი კონფლიქტების და დაძაბული ურთიერთობების მიზეზი ხდება...ვინ არიან ჩვენთვის ჩვენი შვილები ? ვინ ვართ ჩვენ მათთვის? როგორ დავეხმაროთ მათ გახდნენ დამოუკიდებელი და როგორ ვასწავლოთ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ქცევებზე? - ეს უპირველესი კითხვებია, რომელიც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს. რაც უფრო ადრე დავფიქრდებით ამაზე, მით უფრო ადრე განვავითარებთ ბავშვებში დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობის გრძნობას , რაც განაპირობებს ჯანსაღ ურთიერთობებს და წარმატებებს მათ ცხოვრებაში...


ბავშვები, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში ცდილობენ გახდნენ დიდები რაც შეიძლება მალე, მაგრამ როგორ ესმით მათ სიტყვა "ზრდასრული", "დიდი"? - როდესაც მოზარდი უკმაყოფილოდ ამბობს - შენ რატომ მითითებ? მე უკვე აღარ ვარ პატარა! მე უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო! - მას უნდა რომ გააკეთოს რაიმე თავისებურად, მაგრამ ის არაა მზად და ვერ ფიქრობს რომ შედეგებზე თვითონ აგებს პასუხს...დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ბევრს სურს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, მაგრამ ცოტას თუ ესმის რომ თითოეულ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას.სწორედ ამ კავშირს დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას შორის, ეხება ჩვენი ტრენინგის შინაარსი.


ტრენინგი შედგება 3 მოდულისგან , თითოეული მოდული მოიცავს 4 შეხვედრას


1 მოდული:

როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე? (დაძაბულობით გამოწვეული სტრესის მოხსნა)

როგორ ვიზრუნოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავს?

რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა?

რა არის მოზარდის რთული ქცევის მიზეზები?


მე-2 მოდული:

როგორ შევძლოთ, რომ არ მივიღოთ გადაწყვეტილებები შვილის მაგივრად და ვიყოთ კმაყოფილი მოზარდის გაკეთებული არჩევანით?

როგორ შევცვალოთ საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები შვილთან მიმართებაში?


მე-3 მოდული:

რთული, კონფლიქტური სიტუაციების განხილვა;

როგორ გადავცეთ თავისი წილი პასუხისმგებლობა მოზარდს?

როგორ დავიცვათ საკუთარი და მოზარდის უფლებები?

როგორ შევძლოთ რომ ვიცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით და მივცეთ შვილებს სწორი მაგალითი?


თქვენ შეძლებთ გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები თქვენს თავდაჯერებულ და დამოუკიდებელ შვილთან , დაუთმოთ მეტი დრო საკუთარ თავს და შეხედოთ ცხოვრებას მეტი პოზიტივით!

კურსი გრძელდება 3 თვის განმავლობაში

ღირებულება: 1 თვე 160 ₾ 

4 შეხვედრა თვის განმავლობაში

დააფიქსირეთ მონაწილეობის სურვილი ტელ. ნომერზე 2195003, 599501967 და დაჯავშნეთ მონაწილეობა
საქართველოს ბანკი GE10BG0000000942802800 მიუთითეთ პროგრამის სახელი

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა