• მიცკევიჩის ქ. 27ბ, მე-7 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

მე შემიძლია გამოხატო ჩემი აზრი, ჩემი სურვილი, ემი ემოცია

მოზარდებისთვის ხელოვნების ენაზე საუბარი უფრო მარტივი და გასაგებია. ის საშუალებას აძლევს მათ გამოხატონ საკუთარი თავი, ემოციები, ჩაუღმავდნენ საკუთარ განცდებს და გაიცნონ ისინი, რაც მათ ხელს უწყობს ადეკვატური თვიშეფასების ჩამოყალიბებასა და თვითგანვითარებაში.

ჩვენი მოდულის -„ხელოვნება და ფისქოლოგიის“ მიზანია ტრენინგის ფორმატში ბავშვებმა შეძლონ წაიკითხონ, უყურონ, მოისმინონ, გაიზრონ, იმსჯელონ იმ სიტუაციების მსგავს შემთხვევებზე, რომლებშიც მათ უწევთ ცხოვრება და შეძლონ ურთიერთობების სწორი სტარატეგიებისა და გზების მოძებნა, როგორც საკუთარ თავთან , ისე გარშემომყოფებთან მიმართებით. ამავე დროს, გაიცნონ და გამოხატონ ემოციები, რომლებსაც განიცდიან ამ ურთიერთობების დროს.

მოზარდი შეძლებს:

  • ჯგუფში საკუთარი ადგილის პოვნას, ჯგუფურ მუშაობასა და თანამშრომლური უნარების განვითარებას.
  • მოისმინოს, გაიგოს, იმსჯელოს და დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ჯგუფში სხვადასხვა სიტუაციისადმი.(როლური თამაში, ფილმი, მოთხრობა, პირადი გამოცდილება).
  • დაინახოს რამდენად მნიშვნელვანია საკუთარი აზრის ქონა, გამოხატვა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირება.
  • დააკვირდეს საკუთარ განცდებს და გამოხატოს საკუთარი ემოციები.
  • დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია ემოციების გაზიარება და თქმა იმისა რას განიცდის.
  • დაინახოს ის რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის.
  • განივითაროს თვითპრეზენტაციის უნარი, გაუზიაროს გამოცდილება თანატოლებს,
  • დაინახო საკუთარი ძლიერი მხარე და თავი დაიცვას სხვათა გავლენებისაგან
  • გახდეს მეტად გაბედული და ისწავლოს რომ შეცდომები მნიშვნელოვანი გამოცდილებაა მის ცხოვრებაში.

კურსი განკუთვნილია:

7-დან 12 წლამდე მოზარდებისთვის

  • რომელთაც სურთ ისაუბრონ, იმსჯელონ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
  • რომელთაც უბრალოდ მოსწონთ ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა და მსჯელობა მნიშვნელოვან თემებზე.
  • რომლებსაც სჭირდებათ აღიარება და მხარდაჭერა.
  • მოზარდები, რომლებიც მზად არიან საკუთარი პიროვნული გამოცდილების გასაზიარებლად და სხვისგან გასნსხვავებული გამოცდილების მისაღებად.

ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგი ინტერაქტიულია, ითვალისწინებს მოზარდების აქტიურ ჩართულობას; მოიცავს თეორიულ საკითხებს მინიმალური მოცულობით და ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკულ აქტიობებზე (როლური თამაშები, არტთერაპია, ა.შ). მოზარდები გააზიარებენ პირად გამოცდილებებს. ექნებათ დისკუსია, მხარდაჭერა. თითოეული ჯგუფისთვის (7-9წ, 10-12წ,) სამუშაო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით

Capture3

წამყვანი - ნატო ბაქრაძე

ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი - 

პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის ტრენერი“. 

2015 წელს დაამთავრა წმ.ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ფსიქოლოგის სპეციალობით.

2018 წელს და მიენიჭა  ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების  მიმართულებით. მუდმივად მონაწილეობს პოსტდიპლომურ საგანმანათლებლო პროგრამებში. 

2018 წლიდან მუშაობს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ ცენტრში „იდილია“, პროგრამის „მოემზადე სკოლისთვის“ წამყვან ფსიქოლოგად.

ტრენინგის ორგანიზაციული მხარე:

ხანგძლივობა: 12 შეხვედრა (24 სთ)

კვირაში ერთი შეხვედრა - 2 სთ
ოთხი შეხვედრის (ერთი თვე) ღირებულება 130 ლ

რეგისტრაციის პირობები:
1. მოზარდი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ მხოლოდ ორ მოდულზე;
2. დარეკეთ 2195003 ან 599195067 და დააფიქსირეთ მონაწილეობის სურვილი;
3. ჩარიცხეთ თანხა -130ლ 
საქ. ბანკი GE10BG0000000942802800 ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა