• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

ეს არის კლიენტის და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობა, რომელიც აგებულია მათ შორის ურთიერთობის საფუძველზე. საჭიროა დრო, რათა დაგროვდეს მეტი ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ და შედგეს საქმიანი ურთიერთობა.

ფსიქოლოგი დაგეხმარებათ გაერკვეთ პრობლემებში, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.შეუძლებელია ყველაფრის აღწერა, ისევე როგორც წინასწარ განსაზღვრა იმის, თუ რამდენი შეხვედრა დაგჭირდებათ ფსიქოლოგთან. არსებობს მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ცვლილებების დასაწყებად, სავარაუდოდ ხუთი, ექვსი შეხვედრა. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს აქტიურობაზე, მოტივაციასა და განწყობაზე მუშაობის მიმართ. შეუძლებელია ფსიქოლოგიური კონსულტაციის დროს ერთ საათში გადაიჭრას ყველა პრობლემა რომელიც გროვდება წლების განმავლობაში.

პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტაცია მიმართულია დისკომფორტის მოხსნაზე და საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ  კლიენტისთვის შესაფერისი კონსულტაციის ფორმა: ინდივიდუალური ან ოჯახური ფსიქო-კონსულტირება,  ფსიქოლოგიური ტრენინგი, კონსულტაცია მომიჯნავე სპეციალისტებთან.

ფსიქოლოგი თქვენს მაგივრად არ იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა მოიქცეთ. კონსულტაციის დროს თქვენ თვითონ ახდენთ სიტუაციის ახლებურად შეფასებას.ფსიქოლოგიური კონსულტაცია  - ეს არ არის მკურნალობა, არც ფსიქოლოგის რჩევები, არამედ ეს არის სპეციალისტის დახმარება რთულ და არასტანდარტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა