• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, უყვარდებათ ერთმანეთი, ქორწინდებიან, უჩნდებათ შვილები, საერთო ქონება და ამის შემდეგ იწყება ერთობლივი სირთულეები: ბავშვებთან, ერთმანეთთან ნათესავებთან, ქონებასთან.

რა გავაკეთოთ  იმისთვის, რომ ურთიერთობა მეუღლეებს შორის არ გახდეს მოსაბეზრებელი, როგორ აღვზარდოთ შვილები, როგორ ავაწყოთ ურთიერთობები მშობლებთან, როგორ გადავიტანოთ ღალატი, ახლობელი ადამიანის დაკარგვა. რა ვუთხრათ ბავშვებს, როდესაც ოჯახი ინგრევა.. სწორედ ამ სირთულეების მოსაგვარებლად შეიქმნა ოჯახური ფსიქოთერაპია.

ოჯახის ფსიქოლოგები ოჯახს განიხილავენ, როგორც სისტემას, რომელიც ცხოვრობს საკუთარი კანონებით. ოჯახი არ არის მხოლოდ ნაკრები მამების, დედების და შვილების, არამედ ეს არის ერთობლიობა. თუ ოჯახში პრობლემა შეიქმნა აუცილებელია მისი მოგვარება ერთობლივად ოჯახის ყველა წევრის მონაწილეობით. ოჯახის ფსიქოლოგი ზრუნავს, რომ არ მოხდეს ერთიდაიგივე შეცდომის მრავალჯერადი გამეორება.

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა