• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

ჯგუფის მუშაობის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ძირითადი მათ შორის არის ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთნდობა, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პირთა მონაწილეობა ჯგუფში, საერთო მიზნები, რაც  ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა. მნიშვნელოვანია ჯგუფის წევრებმა შეთანხმებულად  დაიცვან გარკვეული წესები, ჰქონდეთ მთლიანობის განცდა და ჯგუფი იყოს შეკრული.

ფსიქოლოგიური სირთულეების უმრავლესობას აქვს ნათლად გამოხატული პიროვნებათა შორისი კონტექსტი, ამიტომაც ფსიქოლოგიური დახმარება უფრო ეფექტურია ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობების პირობებში, რადგან შეხვედრების ეს ფორმა სხვა ადამიანების რეალური გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ჯგუფში ადამიანებს შეუძლიათ სხვისი თვალით შეხედონ საკუთარ თავს და მიიღონ სხვადასხვა სახის რეაქციები ჯგუფის სხვა მონაწილეებისგან, მათი დახმარებით დაინახონ საკუთარი ქცევის შედეგები, როგორც ჯგუფში, ასევე ჯგუფის გარეთაც. ჯგუფი მონაწილეებს ეხმარება მათ ქცევის ახალი მეთოდების შემუშავებასა და გამოყენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ცალკე პიროვნება ჯგუფში ყოფნისას იღებს უფრო ნაკლებ ყურადღებას, ვიდრე ინდივიდუალური შეხვედრის დროს, მუშაობა მაინც ეფექტურია და ხშირ შემთხვევაში წარმატების მიღწევა დროის ხანმოკლე პერიოდშია შესაძლებელი. ჯგუფი წარმოადგენს მიკრო-სოციუმს ანუ საზოგადოებას მინიატურაში, რომელიც გამოხატავს მთელ გარე სამყაროს და აძლევს რეალურ სახეს ხელოვნურად შექმნილ ურთიერთობებს.

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა