• მიცკევიჩის ქ. 27ბ, მე-7 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

  •  
    შენთვის უცხო არ არის:
     
    · აუ ეს რას იტყვის...
     
    · სარკეში ვიყურები, ჩემი თავი არ მომწონს
     
    · ყველანი ჩემს წინააღმდეგ არიან
     
    · ვერავინ ვერ მიგებს
     
    · არ ვიცი რა მინდა
     
    · ხანდახან ძალიან ვბრაზობ
     
    · ხანდახან მე თვითონ მიკვირს როგორ ხშირად ვბრაზობ
     
    · მირჩევნია ჩემთვის მარტო ვიყო
     
    · ყველაზე მშვიდად კომპიუტერთან და ტელეფონთან ვგრძნობ თავს
     
    · მეშინია კრიტიკის
     
    · ინტერენეტ სივრცე ჩემთვის უფრო კომფორტულია
     
    · მეშინია ჩემი აზრის გამოხატვის
     
    · მეშინია დაცინვის
     
    · მგონია რომ არაფერი მიხდება
     
    · მინდა ყველაზე “კაი ტიპების” მეგობარი ვიყო
     
    · ყოველთვის მიხდება ბრძოლა საკუთარი თავის დაცვისთვის
     
    · მირჩევნია ჩავიკეტო მარტო მაინც ვერვინ მიგებს
     
    · არ მსიამოვნებს ზედმეტი კითხვები
    ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი შეგვიძლია გავაერთიანოთ და მიხვდები რა გჭირდება:
    · მიყვარდეს და მომწონდეს ჩემი თავი(ამას ნამდვილად იმსახურებ);
     
    · შევძლო კონტაქტი იმგვარად, რომ პატივი ვცე და იგივე მივიღო უკან;
     
    · მოვერიო წყენას, რომ ამან არც მე და არც ჩემს გარშემო მყოფები არ დააზარალოს;
     
    · მჯეროდეს საკუთარი თავის;
     
    · ვიცოდე რა გამომდის კარგად წარმოდგენა მქონდეს ჩემს მომავალ საქმეზე.
    აქმდე თავადაც შეიძლება მიხვიდე, თუმცა ძალისხმევის ფასად, ბევრი უსიამოვნებითა და დაბრკოლებით.
    ჩვენთვის ეს უცხო არ არის !
    ამ თემებზე საუბარი ჩვენთან შეიძლება!
    აქ მოგისმენენ და საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ!
    შენ მარტო არ ხარ!
    ეს გზა ჩვენც გამოვიარეთ!
    ზოგიერთმა ჩვენგანმა ზუსტად იმიტომ აირჩია ეს პროფესია, რომ პრობლემის მოგვარებას მარტო შეეჭიდა!
    ჩვენი პროგრამა „ მომავლის კონსტრუქტორი თინეიჯერებისთვის“ VI ძირითადი მოდულისგან შედგება
    თითოეული მოდული ემსახურება კონკრეტულ საკითხს, რომელიც თინეიჯერებისთვისაა აქტუალური. ვიყენებთ ჯგუფში მუშაობისთვის სხვადასხვა სავარჯიშოებს.
    I მოდული - ჯგუფის შეკვარა, საჭიროების გამოვლენა
     
    II მოდული - თვითშეფასება; ასერტული ქცევა
     
    III მოდული - შიშები/დაბრკოლებები; წყენა
     
    IV მოდული - პასუხისმგებლობა; ღირებულებები
     
    V მოდული - ურთიერთობები
     
    VI მოდული - ჯგუფის დასასრული რა მიმაქვს?/ რა მინდა ვაკეთო?
    პროფესიული მონახაზები ორი ასაკობრივი ჯგუფი 13-14-15 წელი
    პროგრამის ხანგრძლიობა: 9 თვე (48 საათი)
    შეხვედრის სიხშირე: კვირაში ერთი დღე (2 საათი)
    რატომ ჩვენთან?
    · საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტები;
     
    · სტრუქტურირებული, ასაკობრივი მოთხოვნებზე ორიენტირებული ერთიანი პროგრამა;
     
    · ჩვენ თინეიჯერებთან მუშაობის ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს
     
    · ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჯგუფის თითოეულ წევრზე;
     
    · ფსიქოლოგის/ფსიქოთერაპევტის მიმღებლობა არის ძალიან მაღალი და თანაბარი ჯგუფის ყველა წევრთან. ჩვენ მათ ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან სინამდვილეში;
     
    · ზემოთ აღწერილი პრობლემები ჯგუფში მუშაობით დაძლევადია.
    პოზიტიური ცვლილებები თქვენ თვალწინ მოხდება !
    რატომ უნდა დავჯდე პრობლემურ ხალხთან? მაშინ, როდესაც შენს გვერდით მჯდომს აქვს იმაზე გაცილებით მეტი პრობლემა, ვიდრე შენ. რატომ უნდა იჯდე ერთ ჯგუფში მათთან ერთად?
     
    დიახ, გეთანხმები, შენ არ გაქვს მისნაირი პრობლემა, თუმცა რას გაძლევს ეს შესაძლებლობა?
    ჩვენმა ხანგრძლივმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავს ჯგუფებში შენ გაქვს საშუალება მიიღო გამოცდილება:
    • როდესაც მსგავსი პრობლემა აქვს შენს გვერდით მყოფს გამოხატო თანადგომა, ემპათია, მზრუნველობა, და ამ ყოველივეში გაიზარდო პიროვნულად.
    • გაეცნო მსგავს სიტუაციას, აწარმოო საკუთარ თავზე დაკვირვება, აიმაღლო თვითშეფასება, აღმოაჩინო, თუ რამდენი რამ შეგიძლია
    • ადამიანი გმირი ხდება მაშინ, როდესაც აქვს საშუალება ჩაიდინოს სხვისთვის სასარგებლო საქმე. მიეცი საკუთარ თავს საშუალება გააკეთო კეთილი საქმე.
    რას მიიღებთ “მომავლის კონსტრუქტორისგან”
    · კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან;
     
    · საკუთარი ადგილის დამკვიდრება;
     
    · ადაპტაცია გარემოსთან;
     
    · სასიამოვნოს შეთავსება სასარგებლოსთან, (რა მომწონს და როგორ მივიღო სასურველი);
     
    · მოუსმისნო საკუთარ სურვილებს, დავინახო რა გამომდის კარგად;
     
    · გავაცნობიერო საკუთარი პასუხისმგებლობა.
    ფასი: ერთი თვე 130 ლარი - ეს თანხა შედეგის რელევანტურია;
    შედეგის გარანტია თქვენი თანამშრომლობის სურვილი და ჩვენი პროფესიონალიზმია
    გაითვალისწინეთ! ჯგუფში მხოლოდ 12 ადგილია
    იწყება 18 ნოემბერს
    ეს მხოლოდ მათთვისაა ვინც მზადაა ცვლილებებისთვის და ვის მშობელსაც
    სურს მხარი დაუჭიროს თავის შვილს!

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა