• მიცკევიჩის ქ. 27ბ, მე-7 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

 

მშობლებო თქვენი შვილი პროფესიონალების ხელშია!
ეს პროგრამა მათთვისაა
ვისაც სურს, რომ მისი შვილი იყოს:

✓ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული;
✓ ადეკვატური თვითშეფასების მქონე;
✓ საკუთარ თავზე პასუხისმგებელი;
✓ თვითრეალიზებული პიროვნება;


პროგრამა შექმნილია ჩვენი კლიენტების რეალური შემთხვევების გაანალიზების საფუძველზე, რომელზე დაფიქრება და პროგრამის შექმნის აუცილებლობა დაგვანახა მათმა არასტანდარტული ცხოვრების ისტორიებმა. ჩვენს წინ იშლებოდა მათი ცხოვრების ქრონოლოგია, თუ როგორ არამიზნობრივად ვითარდებოდნენ და სად ხარჯავდნენ არსებულ რესურსებს.

დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, პასუხისმგებლობის არ არსებობა უდრის წარუმატებლობას,

სწორედ ამიტომ, არა ერთხელ გვინახავს კარგი ფიზიკური თუ ინტელექტუალური მონაცემების მქონე ჩვენი მეგობარი, ჩვენი მეგობრის შვილები, რომლებშიც აღმოგვიჩენია, რომ არც თუ ისე მოსწონთ და უფრო მეტიც, უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით - ვერ წარმოუდგენია, რომ მას შეუძლია და ის ძალიან კარგია. ამას ემატება ისიც, რომ მუდმივად ეპარება ეჭვი საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში, რაც მის თავს და გარშემო ხდება. სწორედ ამ დროს, ჩვენი და მათი ნანატრი წარმატება, წვიმის შემდეგ გამონათებულ ცისარტყელას გავს, რომელიც მალევე ქრება.
ხანდახან მშობლებს გვგონია, რომ პრობლემა გარემოშია და გვსურს ხელოვნურად შეცვლა. ხელოვნურად შეცვლილი გარემოთი ჩვენს შვილებს ვაშორებთ რეალობას, რაც დამატებით პრობლემებს უჩენს ჩვენს შვილებს. იწყება გაუცხოება, როგორც გარემოსთან, ასევე საკუთარ თავთან.
ყოველივე ამის დაძლევას ადამიანები ცხოვრების მანძილზე ზოგჯერ თავად ახერხებენ, თუმცა მწვავე გაკვეთილების ფასად.


ამის დაძლევა ბევრად უმტკივნეულო და ბუნებრივია ბავშობის, მოზარდობის პერიოდში

ჩვენი პროგრამა “მომავლის კონსტრუქტორი” VI ძირითადი მოდულისგან შედგება

თითოეული მოდული ემსახურება კონკრეტულ საკითხს, რომელიც კონკრეტულად ბავშვების და მოზარდების ასაკისთვის არის დამახასიათებელი და აქტუალური. ვიყენებთ ჯგუფური მუშაობისთვის ადეკვატურ სავარჯიშოებს ეკლექტიკური მეთოდით.

I მოდული - ჯგუფის შეკვარა, საჭიროების გამოვლენა
II მოდული - თვითშეფასება; ასერტული ქცევა
III მოდული - შიშები/დაბრკოლებები; წყენა
IV მოდული - პასუხისმგებლობა; ღირებულებები
V მოდული - ურთიერთობები
VI მოდული - ჯგუფის დასასრული რა მიმაქვს?/ რა მინდა ვაკეთო? პროფესიული მონახაზები

ორი ასაკობრივი ჯგუფი

I. 7-8-9 (წელი)
II. 10-11-12 (წელი)

პროგრამის ხანგრძლიობა: 9 თვე (48 საათი) 

შეხვედრის სიხშირე: კვირაში ერთი დღე (2 საათი)

რას მიიღებთ “მომავლის კონსტრუქტორისგან”

• კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან,
• საკუთარი ადგილის დამკვიდრება,
• ადაპტაცია გარემოსთან,
• სასიამოვნოს შეთავსება სასარგებლოსთან, მიხვდნენ რა მოსწონთ და როგორ მიიღონ სასურველი.
• მოუსმისნოს საკუთარ სურვილებს, დაინახოს რა გამოსდის კარგად,
• დაინახოს რომელი რესურსი რისთვის და რა დროს გამოადგება.
• აკეთოს რაღაც, არა ვიღაცის ხათრით არამედ იმიტომ, რომ მისი გაკეთება ნამდვილად სურს.
• გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, გაანალიზოს რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რაც თავისთავად სწრაფად ზრდის სწავლის მოტივაციას.

 

რატომ ჩვენთან?
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტები;
• სტრუქტურირებული, ასაკობრივი მოთხოვნებზე ორიენტირებული ერთიანი პროგრამა;
• ჩვენ ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს და ვიცით თითოეული ბავშვის "პულსაცია" გარემოებების და ასაკობრივი განვითარების მიხედვით;
• ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჯგუფის თითოეულ ბავშვზე/მოზარდზე;
• ფსიქოლოგმა იცის რა დროს, რა დოზით, რა ფორმით მიაწოდოს სათქმელი;
• ფსიქოლოგის/ფსიქოთერაპევტის მიმღებლობა არის ძალიან მაღალი და თანაბარი ყველა ბავშვთან. ჩვენ მათ ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან სინამდვილეში;
• ზემოთ აღწერილი პრობლემები ჯგუფში მუშაობით დაძლევადია.

პოზიტიური ცვლილებები თქვენ თვალწინ მოხდება!

ფასი: ერთი თვე 160 ლარი - ეს თანხა შედეგის რელევანტურია;
შედეგის გარანტია თქვენი თანამშრომლობის სურვილი და ჩვენი პროფესიონალიზმია
გაითვალისწინეთ!, ჯგუფში მხოლოდ 12 მოზარდია
დააფიქსირეთ მონაწილეობის სურვილი ტელ. ნომერზე 2195003 599501967.
და დაჯავშნეთ მონაწილეობა
საქართველოს ბანკი GE10BG0000000942802800 მიუთითე პროგრამის სახელი - ”მომავლის კონსტრუქტორი” და ბავშვის სახელი და გვარი

 

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა