• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

დროის ეფექტურად მართვა წარმატების ნაწილია

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს განვითარებული ჰქონდეს საკუთარი დროის მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაგეგმვის უნარები, და რაც მთავარია - ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანის უნარი.
ეს ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს წარმატების მიღწევას, თვითშეფასების აწევას და თვითდისციპლინას.
სხვადასხვა სახის აქტივობებზე დროის სწორად გადანაწილება ისე, რომ ბავშვის შინაგანი სამყარო, შემოქმედებითობა და კეთილდღეობა იყოს გათვალისწინებული, რთულია, - თუმცა შესაძლებელი.

კურსის მიზანია:

თაიმ მენეჯმენტის საფუძვლების გაცნობა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება;
დროის დაგეგმვისა და მიზნების დასახვის სწავლა;
მოკლე დროში საუკეთესო შედეგის მიღების სწავლა;

კურსის თემები:

ჩემი დრო - რა არის დრო და რაში გვეხმარება მისი სწორად მართვა;
მიზანდასახულობა - რისთვის გვჭირდება მიზნის დასახვა? მიზნის დასახვის ეფექტური მეთოდები;
დაგეგმვა - ვსწავლობთ საკუთარი განრიგის შედგენას, მთავარი საქმის გამოყოფას;
თაიმ-მენეჯმენტის ეფექტური ტექნიკების სწავლება;
მოტივაცია - როგორ მოვიქცეთ, როდესაც არ გვინდა რაიმეს გაკეთება - მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საქმეები, როგორ ვისწავლოთ ვიყოთ ორგანიზებულები.
კრეატიულობა - შემოქმედებითობის, ფანტაზიის უნარის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის წახალისება;
გრძნობები და მათი მართვის სტრატეგიები - როგორ ვიყოთ ემოციურ კომფორტში საკუთარ თავთან და გარემოსთან;
ჯგუფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი - როგორ შევძლოთ ჯგუფის წესების მიხედვით ქცევა, ჯგუფის წევრების გათვალისწინება;


კურსი განკუთვნილია:
 8დან - 12 წლამდე მოზარდებისთვის;
 რომლებსაც აინტერესებთ, რა არის დრო, რატომ უნდა ისწავლონ მისი სწორად მართვა, რაში გამოადგებათ ეს აწმყოში და სამომავლოდ;
 მათთვის, ვისაც აქვს დროის სწორად და ეფექტურად დაგეგმვის სურვილი და ესაჭიროებათ შესაბამისი სტრატეგიები;
 მათთვის, ვისაც აინტერესებს სხვა ბავშვები თუ ახერხებენ დროის სწორად გადანაწილებას და როგორ აკეთებენ ამას;


მონაწილე შეძლებს:

 გაიგოს რისთვის სჭირდება საკუთარი დროის სწორად მართვა;
 მისთვის მნიშვნელოვანი მიზნების განსაზღვრას;
 მიზნების პრიორიტეტების მიხედვით დალაგებას;
 მიზნებისთვის საჭირო დროის განსაზღვრას;
 „ხანგრძლივ“ და „ხანმოკლე“ მიზნებთან გამკლავებას;
 მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმის შედგენას;
 შემოქმედებითობის, ფანტაზიის უნარის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას;
 საკუთარი გრძნობების გამოვლენას და მათი მართვის სტრატეგიების ფლობას;
 საკუთარ თავთან და გარემოსთან ემოციურ კომფორტში ცხოვრებას;
 ჯგუფის წევრებთან სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას და ჯგუფის წესების გათვალისწინებით ქცევას.


რა ხდება შეხვედრებზე და რას მოიცავს სამუშაო პროგრამა?
• შეხვედრები წარიმართება პრაქტიკული დავალებებითა და თამაშებით, ზემოთ აღნიშნული ახალი ინფორმაცია და უნარები ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ ბუნებრივად, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე;
• ჯგუფის წევრები ჯერ საინტერესო ფორმით მიიღებენ ახალ ინფორმაციას და შემდეგ, ადგილზევე გამოიყენებენ მას პრაქტიკული აქტივობების შესრულებისას;
• სხვადასხვა თამაშისა და აქტივობების განხილვისას, ჯგუფის წევრები გაიხსენებენ რეალურ შემთხვევებს და ტრენინგზე მიღებულ ცოდნას დააკავშირებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან;
• ჯგუფის წევრებს ელოდებათ როლური თამაშები, წყვილებში და მინი ჯგუფებში მუშაობა, ბიზნეს-თამაშები, მინი პრეზენტაციები, არტ-სავარჯიშოები, სხვადასხვა ისტორიის განხილვა;
• სამუშაო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით.

097კურსის წამყვანი

ანნა ჯუღელი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი - 
პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის“ წამყვანი 
2015 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობა - ფსიქოლოგია.
2016- 2018 წელს გაიარა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა - ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
2016-2018 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის N31 საჯარო სკოლაში, სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე.
2018 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის N161 საჯარო სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად.
2018 წლიდან მუშაობს კერძო ბაღში „ტოპო-ტიპი“ ფსიქოლოგად.
2018 წლიდან მუშაობს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ ცენტრში „იდილია“, პროგრამის „მომავლის კონსტრუქტორი“ წამყვან ფსიქოლოგად.

ტრენინგის ორგანიზაციული მხარე:

ხანგძლივობა: 12 შეხვედრა (24 სთ)

კვირაში ერთი შეხვედრა - 2 სთ
ოთხი შეხვედრის (ერთი თვე) ღირებულება 130 ლ

რეგისტრაციის პირობები:
1. მოზარდი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ მხოლოდ ორ მოდულზე;
2. დარეკეთ 2195003 ან 599195067 და დააფიქსირეთ მონაწილეობის სურვილი;
3. ჩარიცხეთ თანხა -130ლ 
საქ. ბანკი GE10BG0000000942802800 ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა