• ნუცუბიძის 75ა მე-9 სართული
  • +995 32 195003, 599195067
  • contact@idilia.ge
logo

იყავი იდილიაში საკუთარ თავთან, შეიგრძენი წარმატება

საკუთარ თავში დარწმუნებულობა მოზარდის განვითარებასა და წარმატებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, შეგეძლოს ემოცების კონტროლი, საკუთარი თავის წარდგენა და პრეზენტაცია - ეს ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

დადებითი თვიშ-შეფასება შეიძლება თამამად ჩაითვალოს წარმატების სინონიმად.

ჩვენი მოდულის -„მე მჯერა საკუთარი თავის “ მიზანია
რეალურად ტრენინგის ფორმატში დაანახოს მოზარდს საკუთარი უნიკალურობა, დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაში. გაუჩინოს მას მოტივაცია. დაეხმაროს მოზარდს სწორი კომუნიკაციის წარმართვაში, როგორც ოჯახთან ისე თანატოლებთან. აუმაღლოს თვით-შეფასება და გახადოს მეტად თავდაჯერებული.
მოზარდი შეძლებს:
 დაინახოს საკუთარი უნიკალურობა;
 დაინახოს ცხოვრებისეული გამოწვევების როლი წარმატების მიღწევაში;
 რაც მთავარია!! გახადოს წარუმატებლობა - სწავლის ნაწილი, ხოლო გამოწვევა - როგორც სწავლისა და მიღწევის შესაძლებლობა;
 შეძლებს საკუთარი თავის მხარდაჭერას; !!!დავიცვათ საკუთარი თავი;
 გაიუმჯობესებს პიროვნებათშორის ურთიერთობებს როგორც ოჯახთან ისე თანატოლებთან;
 გააცნობიერებს საკუთარ ძლიერ მხარეებს;
 შეძლებს თავდაჯერებულობის და ადეკვატური თვით-შეფასების ფორმირებას;
 შეძლებს საკუთარი თავის და შესაძლებლობების პრეზენტაციას;
 ემოციების სწორად გამოხატვას;


კურსი განკუთვნილია:
7-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის
რომლებთაც სურთ მაქსიმალურად სწორად დაგეგმონ თავიანთი მომავალი, გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და თამამად შეეგებნონ ცხოვრებისეულ გამოწვევებს;
ტრენინგის მეთოდოლოგია:
ტრენინგი ინტერაქტიულია, ითვალისწინებს მოზარდების აქტიურ ჩართულობას; მოიცავს თეორიულ საკითხებს მინიმალური მოცულობით და ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკულ აქტიობებზე (როლური თამაშები, არტთერაპია, ა.შ). მოზარდები გააზიარებენ პირად გამოცდილებებს. ექნებათ დისკუსია, მხარდაჭერა. თითოეული ჯგუფისთვის (7-9წ, 10-12წ, 13-15, 16-18წ) სამუშაო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით

 

Capture4

წამყვანი - სოფო ყველაშვილი

ფსიქოლოგიის მაგისტრი
2010 წ-ს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა);
დაამთავრა პდაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი;
არის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი;
მიწვეულია საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში ლექტორად;

2016 წლიდან მუშაობს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურ ცენტრ ,, იდილია’’-ში, ფსიქოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი. პროექტ „მოემზადე სკოლისთვის“ წამყვანი. 

ტრენინგის ორგანიზაციული მხარე:

ხანგძლივობა: 12 შეხვედრა (24 სთ)

კვირაში ერთი შეხვედრა - 2 სთ
ოთხი შეხვედრის (ერთი თვე) ღირებულება 130 ლ

რეგისტრაციის პირობები:
1. მოზარდი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ მხოლოდ ორ მოდულზე;
2. დარეკეთ 2195003 ან 599195067 და დააფიქსირეთ მონაწილეობის სურვილი;
3. ჩარიცხეთ თანხა -130ლ 
საქ. ბანკი GE10BG0000000942802800 ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი იდილია

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა

რეკლამა